პროექტი




  • პროექტის სახელწოდება: საქართველოს ტბები.
  • პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: საქართველოს ტბების გეოგრაფიული მდებარეობის და მათი წარმოშობის ისტორიის შესწავლა, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • პროექტის აქტუალობა: საქართველოს ტბების, მათი ისტორიული წარმოშობის, მათი რელიეფური მდებარეობის მოძიება ი.ს.ტ-ის მეშვეობით. საჭირო მეთოდების საშუალებით კუს ტბის ფართობის გაზომვა.  მოსწავლეები მეტ ცოდნას შეიძენენ საქართველოს ტბების შესახებ.მოძიებულ ინფორმაციას დაალაგებენ კლასიპიკაციის მიხედვით..ყოველივე ეს ხელს შეუწყობს დასახული მიზნის განხორციელებას.
  • პროექტის მიზნები: მოსწავლეები მიეჩვევიან მრუდწირული საზღვრის მქონე ნაკვეთის ფართობის გამოთვლას.  ი.ს.ტ-თან დამოუკიდებელი მუშაობის უნარის ჩამოყალიბება, წიგნებთან დამოუკიდებელი აზროვნების,არგუმენტირების, თანამშრომლობის უნარის განვითარება. 
  • მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი. მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეთა ჯგუფი.
  • ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
  • მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მეტი ცოდნა შეიძინონ საქართველოს ტბების წარმოშობაზე, ისტორიასა და ადგილმდებარეობაზე. მოიძიონ კუს ტბაზე ისტორიული , გეოგრაფიული, გეოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური ინფორმაციები და დაალაგონ კლასიპიკაციის მიხედვით. საჭირო მეთოდების გამოყენებით შეძლონ კუს ტბის ფართობის გაზომვა.
  • პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, წიგნები, ენციკლოპედია, გუგლის საძიებო სოსტემა, თაბახისა და ფორმატის ფურცლები,მარკერები და ფერადი ფანქრები.
  • პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტოვობები): მოსწავლეები დაიყოფია 5 ჯგუფად. თიტოეულ ჯგუფს ეყოლება პასუხისმგებელი პირი, რომელიც თვალყურს მიადევნებს ჯგუფის წევრების მუშაობას. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს  სქემებს, ცხრილებს პროექტის თემაზე. დაამზადებენ სპეციალურ პალეტს, მოიპოვებენ ტბის გარკვეული მასშტაბის გეგმას და პალეტის საშუალებით გაზომავენ ტბის ფართობს. ჯგუფებში გაიმართება კითხვა-პასუხის დისკუსია. ტბების ვიზუალიზაცია, ისტორიული და გეოგრაფიული მდებარეობის ბუკლეტების გამოშვება. მოეწყობა პრეზენტაცია, რის შემდეგაც მოხდება  წარმოდგენილი პროექტის შეფასება.
  • საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საბუნებისმეტყველო მეცნიერებასთან, მათემატიკასთან,საინფორმაციო ტექნოლოგიასთან, ქართულ ლიტერატურასთან კავშირი. 
  • პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): იზა ჩუთლაშვილი
  • ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ichutlashvili152@gmail.com
  • პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iza152izablogspot.com
  • No comments:

    Post a Comment